2025 წელს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა სკოლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში შექმნილი ონლაინ პლატფორმა შესთავაზა საქართველოს ყველა სკოლას.

პლატფორმა სამ მიმართულებას აერთიანებს:

  1. ტესტების ლაბორატორია უზრუნველყოფს საერთაშორისო შეფასებებში (PIRLS, TIMSS, PISA) გამოყენებული და მათი მსგავსი ტესტური დავალებების ნიმუშებზე თანაბარ წვდომას მასაწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის;
  2. უკუკავშირის სისტემა „ჩემი სკოლა“ საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებებში მონაწილე სკოლებს მიაწვდის პერსონიფიცირებულ უკუკავშირს.
  3. „შეფასების კომპასი“ თანამედროვე განათლების კვლევებსა და მათ შედეგებს გააცნობს სასკოლო საზოგადოებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევის შედეგების სკოლის დონეზე გამოყენების გზების განხილვას.

აირჩიე კვლევა

PISA
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა.

PISA-ს კვლევის ნაწილში ნახავთ 15 წლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დავალებებს შემდეგ სფეროებში:

  • კითხვა
  • მათემატიკა
  • ბუნებისმეტყველება
TIMSS
მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა.

TIMSS-ის კვლევის ნაწილში ნახავთ მე-4 და მე-8 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დავალებებს შემდეგ სფეროებში:

  • მათემატიკა
  • ბუნებისმეტყველება
computers
პროგრამირება და კომპიუტერული წიგნიერება.
PIRLS
წიგნიერების საერთაშორისო კვლევა.

PIRLS-ის კვლევის ნაწილში ნახავთ მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დავალებებს შემდეგ სფეროში:

  • კითხვა